Thursday, July 19, 2012

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება:
ჩვენ მეტი გვინდა ვიცოდეთ დაუნის სინდრომით დაავადებულ  ადამიანებზე.
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით.
გენეტიკური დაავადება- დაუნის სინდრომი
პროექტის აქტუალობა
დაუნის სინდრომით დაავადებული მოსწავლე  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეა. დღეს ხდება ასეთი ბავშვების  ინტეგრაცია სკოლებში, რაც სასარგებლოა როგორც ჩვეულებრივი, ისე დაუნით დაავადებული მოსწავლეებისათვის.
პროექტის მიზნები
მოსწავლეებმა მეტი ინფორმაცია გაიგონ დაუნის სინდრომით დაავადებულ ადამიანებზე, შეისწავლონ მათი შესაძლებლობები, გაუჩნდეთ ემპათია ასეთი ადამიანების მიმართ და სურვილი  დაამყარონ მათთან ურთიერთობა .
მონაწილეთა ასაკი
15 წელი
ვადები/ ხანგრძლივობა
ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეებს ექნებათ სოციოლოგიური კვლევის შედეგები დიაგრამებით,ექნებათ ვიდეო და ფოტო მასალა დაუნის სინდრომით დაავადებულ მოსწავლეზე,ინტერნეტით მიძიებული ინფორმაციები
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი, პროექტორი,ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
მოცემული საკითხის შესწავლა მოხდება ჯგუფურად .მოსწავლეებს დავყოფ  სამ ჯგუფად, ჯგუფებს მივცემ არჩევანის საშუალებას შემდეგი საკითხების ირგვლივ:
  • კვლევა ინტერნეტში-დაუნის სინდრომით დაავადებული ცნობილი ადამიანები.
  • სოციოლოგიური  კვლევა- მოსწავლეები სპეციალური კითხვარით  მოახდენენ გამოკითხვას მასწავლებლებში,მოსახლეობაში,გააკეთებენ კვლევის დიაგრამას
  • ინტერვიუ დაუნით დაავადებულ მოსწავლესთან- ინტერვიუს აიღებენ სპეციალური კითხვარის მიხედვით,გადაიღებენ ფოტოსურათებს,გაამზადებენ ვიდეომასალას.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულსასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
დარეჯან ბაღაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
darejan.baghashvili@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

darejanbaghashvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment